ყოფილ პატიმარ და პრობაციონერ ქალებს საზოგადოებაში ინტეგრაცია მძიმე სოციალურ ფონზე უწევს. საპატიმროდან გათავისუფლების შემდგომ მათი გარკვეული ნაწილი პირისპირ აღმოჩნდა ისეთი მწვავე პრობლემების წინაშე როგორიცაა უსახლკარობა, უმუშევრობა და ყოველნაირი საარსებო რესურსის უქონლობა. შექმნილი მდომარეობა აიძულებს ბევრ მათგანს თვითგადარჩენისა და ლუკმაპურის ძიებაში მოექცეს კრიმინალური სამყაროს ქვეშ,
ასოციაციამ „ქალი და ბიზნესი“ ევროკავშირის ფინანსური დახმარებით 2015 წელს განახორციელა პროექტი „პატიმარ ბრობაციეონერ და ყოფილ მსჯავრდებულ ქალთა რეინტეგრაციის ხელშეწყობა კანონმორჩილი ცხოვრებისათვის“, რომლის ფარგლებში შექმნა დროებითი თავშესაფარი უსახლკარო ყოფილი პატიმარი და პრობაციონერი ქალებისათვის. საქართველოს მთავრობამ ასოციაციას თავშესაფრის მოწყობის მიზნით უსასყიდლო უზუფრუქტის წესით გადასცა ფართი,რომელიც ასოციაციის მიერ კაპიტალურად გაარემონტა და აღჭურვა იგი შესაბამისი ინვენტარითა და მოწყობილობებით. დროებითი თავშესაფარი ( გათვალისწინებულია ერთდროულად 12 ბენეფიციარზე. თავშესაფარში ცხოვრების პერიოდში ფუნქციონირების დაწყების დღიდან დღემდე სულ 105 ყოფილმა პატიმარმა და პრობაციონერმა ქალმა ისარგებლა თავშესაფრით. ამასთან , ასოციაცია ხელს უწყობს თავშესაფრის ბენეფიციარებს კვალიფიკაციის ამაღლებას და პროფესიული უნარჩვევების დაუფლებაში, ოჯახის წევრებთან ურთიერთობების აღდგენასა და სამუშაოს მოძიებაში, შედეგად ასოციაციის მიერ განხორციელებული პროგრამების მეშეობით 38 თავშესაფრის მობინადრემ გაიარა პროფესიული მომზადება- გადამზადების ტრენინგები და დასაქმდა, 17 ბენეფიციარმა მიიღო ასოციაციის მცირე გრანტების პროგრამის ფარგლებში მცირე გრანტი და წამოიწყო საკუთარი ბიზნესი,რაც თავის მხრივ ეხმარება მათ ახალ მოთხოვნებთან ადაპტაციასა და საზოგადოებაში სრულფასოვან ინტეგრაციაში.