ასოციაციამ „ქალი და ბიზნესი“ და სსიპ სააგენტომ “აწარმოე საქართველოში“, ერთობლივად ჩაატარეს საინფორმაციო შეხვედრა მეწარმე ქალებთან სახელმწიფო პროგრამის მიკრო და მცირე მეწარმეობის ფარგლებში გამოცხადებულ საგრანტო კონკურსის პირობებთან დაკავშირებით.

პროგრამა მიზნად ისახავს მიკრო და მცირე ბიზნესის განვითარებას, თანამედროვე სამეწარმეო კულტურის დამკვიდრებისა და ახალი სამუშაო ადგილების შექმნას.შეხვედრაში მონაწილეობდნენ “სსიპ სააგენტოს “აწარმოე საქართველოში“ ექსპერტები, რომელთაც მიაწოდეს ინფორმაცია მეწარმე ქალებს და უპასუხეს მათ შეკითხვებს.

საინფორმაციო შეხვედრაში მონაწილეობდნენ მეწარმე ქალები თბილისიდან და საქართველოს რეგიონებიდან.პროგრამის ფარგლებში 300-ზე მეტი ეკონომიკური საქმიანობის დაფინანსებაა შესაძლებელი.

პროგრამაში მონაწილეობისთვის ბიზნეს იდეების მიღება დაიწყო 21 მარტს და გაგრძელდება 11 აპრილის 15:00 საათამდე. დეტალური ინფორმაციის მისაღებად, ეწვიეთ მიკრო და მცირე ბიზნესის ხელშეწყობის პროგრამის გვერდს.