4-5 მარტს, 2021 ასოციაცია მონაწილეობას ღებულობდა USAID-ის, გერმანიის მთავრობის და აღმოსავლეთის პარტნიორობის ქვეყნების (საქართველო, აზერბაიჯანი, ბელორუსია, უკრაინა) ერთობლივი პროექტის, „გავერთიანდეთ მცირე და საშუალო ბიზნესის გასაძლიერებლად“ ფარგლებში გამართულ ფორუმში.პროექტი მიზნად ისახავს, სოფლის მეურნეობის და ტურიზმის სფეროს, მცირე და საშუალო ბიზნესის, აგრეთვე, ამ მიმართულებით ქალთა მეტი ჩართულობის ხელშეწყობას. პანელურ დისკუსიაში“ ქალთა მეწარმეობა – კავშირების დამყარება ქალლიდერებს შორის გერმანიიდან და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებიდან“ (FemaleEntrepreneurship – Building Bridges between Female Leaders from Germany and the Eastern Partnership Countries), რომელიც ჩატარდა ონლაინ ფორმატში ერთ-ერთ მომხსენებლად მონაწილეობდა და ფორუმს მიესალმა ასოციაციის გამგეობის თავმჯდომარე ქალბატონი ნინო ელიზბარაშვილი.