პირიმზე არაგევლი(შორენა კოჭლაშვილი) ფშავის მკვიდრია სოფელ ოძელაურთაში ხევისბერის ექვსშვილიან ოჯახში დაიბადა. ი.ჯავახიშვილის სახ. სახელმწიფო უნივერსიტეტის დამთავრებისთანავე მთას მიაშურა და სკოლაში პედაგოგად დაიწყო მუშაობა. მოსწავლეებისადმი სიყვარული და პატივისცემა
, ზრუნვა მომავალი თაობის ეროვნული სულისკვეთებით აღზრდისთვის გახდა
მისი თანამგზავრი. შორენა არ კმაყოფილდებოდა მხოლოდ პედაგოგიური მოღვაწეობით
ყოველთვის ახლის კვლევა-ძიებაში იყო. სწორედ ამიტომ მთაზე უზომოდ შეყვარებულმა არ მიატოვა დედმამისეული კერა და წამოიწყო მეწარმეობა.
„გადავწვყიტე მიმეხედა სოფლისთვის, მეკეთებინა ის საქმე,რასაც აქამდე აკეთებდნენ ჩემი წინაპრები , არ დამეკარგა , გამეგრძელებინა შესწავლა და შემენარჩუნებინა ხალხური მედიცინის ტრადიციები და წეს-ჩეულებები. ამ შთაგონებით, დავიწყე საქმიანობა , ტყის ხილისა და სამკურნალო მცენარეების შეგროვება და გაშრობა. სწორედ ამ იდეის რეალიზაციის შედეგად შევძელი მარტოხელა დედამ გამეზარდა სამი ობოლი და გამეუმჯობინებინა ჩემი ოჯახის მატერიალური მდგომარეობა. ასევე ჩავრთე სოფლის ახალგაზრდობაც,ჩემი ცოდნა გავუზიარე. ჩემი ერთადერთი მიზანია მთაში დარჩენილი მოსახლეობის დახმარება,გვერდით დგომა და მინდა ჩემი საქმიანობით მათ მივცე სტიმული,რომ მთამ აუცილებლად უნდა იარსებოს,რადგან მთა – საბადოა არსებობისთვის…“
შორენას სჯერა,რომ დაუღალავი შრომით არსებული ყველა გამოწვევის დაძლევა შესაძლებელია და მოუწოდებს ახალგაზრდობას „ იღვაწე ღირსეულად, აკეთე სხვისთვის ის, რასაც შენი თავისთვის მოიმოქმედებდიო“

ასოციაციის“ქალი და ბიზნესი“ წევრობა და პროგრამებში მონაწილეობა გახდება ჩემი შთაგონების, მოტივაციის, გამოცდილების და ცოდნის გაზიარების წყარო და მისაბაძი მაგალითი. USAID-ის სოფლის მეურნეობის პროგრამა გვაძლევს საშუალებას შევისწავლოთ ჩირის სწორად კეთების ტექნოლოგია სახლის პირობებში. გვაქვს მოლოდინი რომ, სოციალური პროექტის წყალობით გვექნება ჩირის საშრობი და მოხდება ჩვენი ჩირის რეალიზება,რაც ხელს შეეწყობს მთაში მოსახლეობიას დამაგრებას, განვითარებას და დასაქმებას. „