საერთაშორისო ასოციაცია„ ქალი და ბიზნესი„ არის ბიზნეს ორგანიზაცია, რომელიც წარმოადგენს
ბიზნესში დასაქმებულ ქალთა ინტერესებს ყველა სექტორში , რომლის მიზანია: მიკრო, მცირე და
საშუალო ბიზნესის განვითარება,ქალთა ჩართულობის გაზრდა ქვეყნის ეკონომიკური განვითარების
პროცესებში და ქალთა სამეწარმეო პოტენციალის გაძლიერების ხელშეწყობა , მათი უფლებების დაცვა
და გენდერული თანასწორობის მიღწევა ეკონომიკური და სამართლებრივი ცოდნის ამაღლების,
საინფორმაციო-საკონსულტაციო მომსახურების, ბიზნეს და პროფესიული მომზადების პროგრამების
მეშვეობით, დასაქმებისა და თვითდასაქმების მხარდაჭერისათვის.

ჩვენ ხელს ვუწყობთ:

 

● ქალთა სამოქალაქო განათლების, სამართლებრივი და ეკონომიკური ცოდნის ამაღლებას ;
● ქალთა პროფესიულმომზადება-გადამზადებასა და კვალიფიკაციის ამაღლებას;
● ქალთა დასაქმებასა და თვითდასაქმებას, საკუთარი ბიზნესის წამოწყებასა და არსებულის
გაფართოებას;
● ქალთა საკონსულტაციო და საინფორმაციო მომსახურებას;
● საგრანტო და საკრედიტო რესურსებისადმი ხელმისაწვდომობას;
● ქალთა სამეწარმეო საქმიანობაში არსებული პრობლემების ანალიტიკური გამოკვლევების, მათი
საჭიროებებისა და მოთხოვნების იდენტიფიკაციას;
● ქალთა მიერ მართული საწარმოების განვითარების ხელშეწყობას, თანამედროვე ტექნოლოგიების
დანერგვასა და პარტნიორთა მოძიებაში დახმარებას;
● ქალთა მონაწილეობის გაზრდას სამეწარმეო კანონმდებლობის შემუშავებასა და სრულყოფაში;
● გენდერული თანასწორობისა და ქალთა უფლებების დაცვას.
ასევე
● ვუწევთ პრაქტიკულ დახმარებას სიცოცხლისუნარიანობისა და ფინანსურად მდგრადი, თვითკმარი
ბიზნესების ჩამოყალიბებაში სასწავლო და საწარმოო პრაქტიკის,მცირე საგრანტო პროგრამების მეშვეობითა და რეკომენდაციის გაცემით მიკროსაკრედიტო პროგრამების წინაშე; 

ვეხმარებით დამწყებ და მოქმედ მეწარმეებს პროდუქციის ასორტიმენტის
გაფართოებისა და მომსახურების სპექტრის შემდგომი განვითარების საქმეში;

● ვთავაზობთ დამწყებ მეწარმეებს, ბიზნესინკუბატორის პატრონაჟით, ფართს და მოწყობილობებს
ბიზნესისწამოსაწყებად; ასევე ვუწევთ დახმარებას ბიზნესინკუბაციის შემდგომი პერიოდისათვის
მოსამზადებლად, ახალი ბიზნესის წამოწყებასა და განვითარებაში;