ჩირი საქართველოს ხილით მდიდარ რეგიონებში ძველთაგან ცნობილი ი
-ვარ 42 წლის, განათლებით ბიოლოგი. მყავს შვილი 14 წლის ლუკა გარსევანიშვილი. ვცხოვრობთ გორის რ-ნ სოფ. შინდისში, რომელიც მდებარეობს ცხინვალის საოკუპაციო ხაზიდან 13კმ-ში.
ზოგადად სოფელში ცხოვრების ყოველი დღე სირთულით არის სავსე. ამ სირთულის მიუხედავად გადავწყვიტე ჩემი ძალებით ვენახის გაშენება. სადაც მაქვს საღვინე ჯიშის ყურძენი. სამომავლოდ მინდა ღვინის წარმოება. პატარა მარნით და ბევრი სტუმრით.
ვენახი რამდენიმე წელში გაიმართება; მანამდე კი ვფიქრობდი რა შეიძლებოდა მეკეთებინა, როგორ მომეძებნა საქმე საიდანაც მექნებოდა სტაბილური შემოსავალი;
აღმოვაჩინე რომ, ჩემს სოფელში ბევრი ქალბატონია დაკავებული ჩირის წარმოებით და მეც გადავწყვიტე დამეწყო ჩირის კეთება.
სწორედ იმ დროს, ჩემდა სასიკეთოდ გავიცანი ,,ქალი და ბიზნესის” ასოციაციის დამფუძნებელი ქ-ნი ნინო ელიზბარაშვილი, რომელმაც მომისმინა, გულთან მიიტანა ჩემი მდგომარეობა და გადაწყვიტა ჩვენს მიტოვებულ მხარეს მცირედით მაინც შეწევნოდა. ქალბატონი ნინო ხშირად გვსტუმრობს – მოჰყავს ტრენერ- მასწავლებლები, რომლებიც გვასწავლიან ჩირის სწორად კეთების ტექნოლოგიას სახლის პირობებში, ბიო პროდუქციის წარმოებას, ბიზნესის სწორად მართვას და ა.შ.
გვაქვს მოლოდინი რომ, სოციალური პროექტის წყალობით გვექნება ჩირის საშრობიც და მოხდება ჩვენს მიერ წარმოებული ჩირის რეალიზება როგორც ადგილზე, ისე სხვადასხვა ქვეყნებში.