ძველი ქართული ტრადიციული ხელსაქმის პოპულარიზაცია-სწავლება
· რვა წელია ვმოღვაწეობ ტრადიციული რეწვის სფეროში .ასოციაციის“ქალი და ბიზნესი“ მიერ ჩატარებულ პროფესიულ კურსებში მონაწილეობის შემდგომ დავეუფლე ამ პროფესიას. ვქმნი თექის ,ბატიკისა და ქვილთის 700-მდე სხვადასხვა ნაწარმს : ტანსაცმელს, სუვენირებს, აქსესუარებს,მხატურულ ნამუშევრებს
გაცოცხლებულს ზეთის საღებავებით. ზემოაღნიშნული პროდუქციის დამზადებისა და წარმოებისათვის ვიყენებ შერეულ ტექნიკას თითქმის ჩემს მიერ შექმნილ ყველა ნაწარმში ტანსაცმელსა და აქსესუარებში ვაქსოვ და ვაცოცხლებ ძველ ტრადიციულ ქართულ ორნამენტებს და ელემენტებს,რაც სამწუხაროდ, დავიწყებას მიეცა. ვცდილობ ამ ტრადიციების შენარჩუნებას და პოპულარიცაზიას.
ასოციაციის მცირე საგრანტო პროგარმის დახმარებით შევძელი მცირე სახელოსნო-საწარმოს დაფუძნება, სადაც დასაქმებული მყავს 5 ქალბატონი. ჩვენი პროდუქცია ცნობადი გახდა როგორც ადგილობრივ ბაზარზე ,ასევე დავამყარეთ კონტაქტები უცხოურ კომპანიებთან. ძირითადი მომხმარებლები არიან როგორც ტურისტები,ასევე ადგილობრივი მოსახლეობა. მონაწილეობას ვიღებ სხვადასხვა გამოფენებსა და ფესტივალებში.