უკრაინელი ხალხის სოლიდარობის ნიშნად, საქართველოს მთავრობის ინიციატივით, სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ ქართულ კომპანიებთან თანამშრომლობით აწარმოებს ფართომასშტაბიან კამპანიას #აწარმოე უკრაინისთვის;
ამ ინიციატივას შეუერთდა საერთაშორისო ასოციაცია “ქალი და ბიზნესი”;
მეწარმე ქალებმა შეაგროვეს კვების პროდუქტები უკრაინაში გასაგზავნად, რაც მათი მცირე წვლილი იქნება უკრაინის დახმარების ფონდში;
სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ უზრუნველყოფს კომპანიების მიერ მოწოდებული პროდუქციის გაგზავნასა და საქართველოში მყოფი უკრაინელი მოქალაქეებისთვის მიწოდებას.
