სტუდია “HOBBY HOUSE”-ის  დამფუძნებელი მარინა წიქარიშვილი გვიამბობს თავიანთ საქმიანობასა და მომავლის გეგმებზე: 

  • ასოციაციის”ქალი და ბიზნესი”   მხარდაჭერით მცირე საგრანტო პროგრამის ფარგლებში   2015 წლის აპრილის თვეში დავაარსე სტუდია  , მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ შულავერში.  მიზანი იყო სოფლად მცხოვრებ გოგონებს ესწავლათ ხელსაქმე, გასცნობოდნენ გამოყენებით ხელოვნებას, რომ შემდეგ ეს ცოდნა, თუ მოისურვებდნენ, მათ სპეციალობადაც  ქცეულიყო. სახელიც ერთად მოვიფიქრეთ – “HOBBY HOUSE”-რადგან ამ გატაცებამ, ჰობიმ, გაგვაერთიანა ჩვენ, ყველას გვიყვარდა ხელოვნება, ხელსაქმე. 

სტუდიის მოსწავლეები არიან თინეიჯერული ასაკის, სხვადასხვა ეთნიკური წარმომადგენლობის გოგონები; როგორც მათთან ურთიერთობისას გაირკვა, მათ კარგად ქართული ენა არ იცოდნენ, უჭირდათ კომუნიკაცია; საქართველოს კუთხეებსაც კი არ იცნობდნენ.  

      ჩემი მიზანი იყო, გოგონებს შეესწავლათ ქართული ენა, გაცნობოდნენ საქართველოს სხვადასხვა კუთხეებს, ეთნოგრაფიას და ხელოვნებას, შემდეგ კი თავიანთ შემოქმედებაში ასახულიყო ეს შთაბეჭდილებები;  რომ გოგონებს მოეხდინათ თავიანთი რესოციალიზაცია საზოგადოებაში. ვფიქრობ, რომ ჩვენ ეს შევძელით; ამ 6 წლის მანძილზე არაერთ გამოფენაზე მივიღეთ მონაწილეობა და  ჟილდოებიც დავიმსახურეთ. 

  ვმუშაობთ ერთდ   –  ერთად ვწყვეტთ, რა თემები ავირჩიოთ;  ვისწავლეთ თექის კეთება, ვისწავლეთ ქსოვა როგორც ჩხირებით, ისე ყაისნაღით, ვისწავლეთ თოჯინების შექმნა, ბისერით მუშაობა, კოლაჟების კეთება და ასე თანმიმდევრულად მივდიოდით; შემდეგ შევატყვე, რომ გოგონებს ერთფეროვნება ბეზრდებათ, ამიტომ გადავდივართ სხვა ჟანრზე, ვქმნით მრავალფეროვნებას შემოქმედებაში;   

2019 წლიდან ვართ სახალხო მრეწველთა ასოციაციის წევრები. 6 წლის მუშაობის განმავლობაში ვიყავით ბევრ ფესტივალებზე, როგორც საქართველოში, ასევე მეზობელ ქვეყნებში, მივიღეთ მონაწილეობა მრავალ გამოფენა- გაყიდვებში, გვქონდა პერსონალური გამოფენები თბილისში, რუსთავში, მარნეულში. 

ჩვენთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს გამოფენებს, ხალხის შეფასებებს, ქებასა და შენიშვნებს, რასაც ყოველთვის ვითვალისწინებთ. 

როდესაც თოჯინების კეთება დავიწყეთ, იქვე გაჩნდა იდეა, რიმ თოჯინების თეატრი შეგვექმნა; მოვიძიეთ სცენარი, დავდგით სპექტაკლი, რაც მაყურებელს მოეწონა; ამან კი გაგვათამამა და ეს სპექტაკლები ვაჩვენეთ თანატოლებს სხვადასხვა ქალაქში; შემდეგ ბავშვთა რეაბილიტაციის ცენტრში ვითამაშეთ. Ასე შეიქმნა პატარა თოჯინების თეატრი ჩვენს სტუდიაში. 

მომავლის გეგმებს ხელი შეუშალა პანდემიამ, მაგრამ ჩვენ არ გავჩერებულვართ, ვმუშაობთ დისტანციურად, ვქმნით ხელოვნების ნიმუშებს და ველოდებით გამოფენებს და ახალი პროექტების განხორციელებას. 

მოგესალმებით ქალბატონო ნინო! გიგზავნით ინფორმაციას ჩემი სტუდიის შესახებ.
სტუდია”HOBBY HOUSE” დავაარსე 2015 წლის აპრილის თვეში, მარნეულის მუნიციპალიტეტ სოფელ შულავერში.სტუდიის მოსწავლეები არიან თინეიჯერული ასაკის, სხვადასხვა ეთნიკური წარმომადგენლობის გოგონები, რომლებიც სწავლობენ მრავალსახეობის ხელნაკეთი ნივთების შექმნას. 2019 წლიდან ვართ სახალხო რეწველთა ასოციაციის წევრები. 6 წლის მუშაობის განმავლობაში ვიყავით ბევრ ფესტივალებზე, როგორც საქართველოში, ასევე მეზობელ ქვეყნებში, მივიღეთ მონაწილეობა მრავალ გამოფენა- გაყიდვებში, გვქონდა პერსონალური გამოფენები თბილისში, რუსთავში, მარნეულში.