ფშავში, სოფელ ჩარგალში მდინარე ჩაგლურას ნაპირას, დგას პატარა საოჯახო სასტუმრო . აქ ყოველთვის დიდი სითბოთი და ამ კუთხისთვის დამახასიათებელი სტუმართმასპინძლობით გეგებებიან . ქალბატონი მარიკა რაზიკაშვილი დიდი მგოსნის ვაჟა ფშაველას შთამომავალია. ტურიზმზე გაზრდილი მოთხოვნების
პირობებში თავისი დაუღალავი შრომით და მცირე რესურსებით , ტურიზმის საუკეთესო ნიმუშებისა და პრაქტიკის სწავლებითა და დანერგვით შესძლო ტურიზმის
შესაბამისი ფორმების მისადაგება და ტრადიციული წეს-ჩვეულებების შენარჩუნება. ქალბატონი მარიკა ეფექტის მოსახდენად , მომავალი ქმედებებისა და გადაწყვეტილებებისათვის ქმნის ყოვლისმომცველ ჩარჩოს და სთავაზობს ვიზიტორებს როგორც ულამაზეს გარემოს , ასევე ადგილობრივი ნატურალური პროდუქტით დამზადებულ უგემრიელეს ტრადიციულ კერძებს(მ.შ. განთქმულ დამბალხაჭოს,რომელსაც არამატერიალური კულტურის ძეგლის სტატუსი აქვს) და მთის ბალახებით მომზადებულ ჩაის და ჩირს, რომელსაც თავად აგროვებს და ამზადებს.

„წარმატების მიღწევა სხვადასხვა მოსარგებლეთა უნარიან და კოორდინირებულ მართვას
საჭიროებს,მაღალი ხარისხის სერვისების მიწოდება მუდმივ განახლებას და რესურსების ეფექტიანად დაგეგმვას მოითხოვს, სწორედ ასოციაციის“ქალი და ბიზნესი“ მიერ განხორციელებული პროექტი USAID-ის სოფლის მეურნეობის პროგრამის ფარგლებში დამეხმარა ტურიზმის განსხვავებული მოთხოვნებისა და სხვადასხვა ფორმების
განვითარებაში , სამკურნალო მცენარეების და ტყის ხილისგან დამზადებული ჩაი და ჩირი იქცა ჩემი სასტუმროს სუვენირად, რომელსაც დიდი სიამოვნებით ვთავაზობთ ტურისტებს და ადგილობრივ დამსვენებლებს.“