საქართველოს კანონი სახელმწიფო ქონების შესახებ – კანონი აწესრიგებს საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვასთან, განკარგვასა და სარგებლობაში გადაცემასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ბრძანება N 1–1/1596 სახელმწიფო საკუთრებაში არსებული აქციებისა და წილების პრივატიზების ცალკეული ფორმების განსაზღვრისა და საწარმოთა მართვის სააგენტოდან სხვა სუბიექტებისათვის მათი მართვის უფლებით გადაცემის წესის დამტკიცების შესახებ – წინამდებარე წესი შემუშავებულია “სახელმწიფო ქონების შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად და განსაზღვრავს სახელმწიფო საკუთრებაში არსებული აქციებისა და წილების პრივატიზების ცალკეულ ფორმებს და საჯარო სამართლის იურიდიული პირის “საწარმოთა მართვის სააგენტოდან” სხვა სუბიექტებისათვის მათი მართვის უფლებით გადაცემის წესსა და პირობებს.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ბრძანება №1-1/172 სახელმწიფო ქონების განკარგვისას ელექტრონული აუქციონის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ – ეს წესი შემუშავებულია „სახელმწიფო ქონების შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად და განსაზღვრავს სახელმწიფო ქონების (გარდა დასახლებათა ტერიტორიულ საზღვრებში არსებული ყოფილი საკოლმეურნეო და საბჭოთა მეურნეობის ტყეებისა) პრივატიზების/ სარგებლობის/მართვის უფლებით გადაცემისას ელექტრონული აუქციონის ჩატარების წესს
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება N 659 2010 წლის სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების საპრივატიზებო, სარგებლობაში და მართვის უფლებით გადაცემის საფასურის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ – “სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, ეს წესი განსაზღვრავს: სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების საპრივატიზებო საფასურის განსაზღვრის წესს; მოძრავი ნივთის საპრივატიზებო საფასურის განსაზღვრის წესს; სახელმწიფო ქონების სარგებლობაში გადაცემის საფასურის განსაზღვრის წესს; წილების და აქციების საპრივატიზებო საფასურის განსაზღვრის წესს; წილების და აქციების მართვის უფლებით გადაცემის საფასურის განსაზღვრის წესს.
საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი – განსაზღვრავს საქართველოს საბიუჯეტო სისტემის ფორმირების პრინციპებს, არეგულირებს საქართველოს სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკების რესპუბლიკური და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების ბიუჯეტების პროექტების მომზადების, განხილვის, დამტკიცების, ბიუჯეტის შესრულების, ანგარიშგებისა და კონტროლის წესებს, აგრეთვე საქართველოს ცენტრალური, ავტონომიური რესპუბლიკებისა და ადგილობრივი ხელისუფლებების საბიუჯეტო ურთიერთობებსა და პასუხისმგებლობას.