ჩემთვის, როგორც ხელოვანისთვის, დიდი მნიშვნელობა აქვს და გარკვეულწილად სტიმულია, ქველმოქმედი ადამიანები და ორგანიზაციები, მათი თანადგომა, რასაც ყოველთვის მადლიერებით აღვნიშნავ;
ასოციაცია “ქალი და ბიზნესი” გამოირჩევა სამოქალაქო სექტორში; იგი თავისი გამოცდილებითა და საქმიანი პროექტებით დიდ წარმატებებს აღწევს; ასოციაცია მნიშვნელოვან დახმარებას უწევს სხვადასხვა სფეროში დასაქმებულ ქალებსა და ქალთა ორგანიზაციებს; მე გასულ წელს წარვადგინე ჩემი ბიზნეს გეგმა ასოციაციაში, სადაც 2-ჯერ გავიმარჯვე და მივიღე დაფინანსება.
შეიძლება ითქვას, რომ ეს ჩემთვის დიდი სტიმულია, რადგან მიღებული გრანტი დამეხმარა დამეარსებინა ჩემი არტ-სტუდიო. შევიძინე მუფის ღუმელი და სხვადასხვა საჭირო მასალა. დავიწყე მუშაობა და გარდა იმისა, რომ თვითონ ვქმნი საკუთარ კერამიკულ ნამუშევრებს, მყავს მოსწავლეები, რომელთაც ვასწავლი თიხის მხატვრულ დამუშავებას;
მიუხედავად იმისა, რომ კერამიკული წარმოება მსოფლიოს მრავალ ქვეყანაშია განვითარებული, ქართული კერამიკა მაინც სხვაგვარია – იგი გამოირჩევა თავისი ორიგინალურობითა და ფერთა ჰარმონიით; ქართული ორნამენტებით დამშვენებულ ნაკეთობებს სხვა ხიბლი და სილამაზე აქვთ.
პროფესიით პედაგოგი ვარ. მიღებული მაქვს დაწყებითი განათლება, ხატვა-ფერწერის სპეციალობით.
მეორე პროფესიით კი კერამიკის ტექნოლოგი ვარ. 2008 წელს გავიარე თიხის მხატვრული დამუშავების 3 თვიანი კურსი, რის შემდეგაც დავიწყე საბავშვო ბაღებში არტ-თერაპევტად მუშაობა. ბავშვებს ვასწავლი, რომ კერამიკის ჭურჭელი მზადდება ქართლსა და კახეთში, გურიასა და იმერეთში, რაჭასა და ლეჩხუმში, სამეგრელოსა და აფხაზეთში; ამის დასტურია არქეოლოგიური გათხრების დროს აღმოჩენილი უამრავი კერამიკული ნაკეთობა, რომლებიც მუზეუმებშია დაცული და ატყვევებს მნახველს თავისი სინატიფითა და მშვენიერებით
ასევე ვმუშაობ აუტიზმის სპექტრის მქონე ბავშვებთან, რომელთაც ვასწავლით თიხის დამუშავებას; სპეციალური სავარჯიშოებით დიდ პროგრესს ვაღწევთ ბავშვების მეტყველების დახვეწასა და მოტორიკის განვითარებაში.
ჩემს არტ-სტუდიოში დასაქმებული მყავს მეთუნე და მხატვარი, ერთად ვქმნით სხვადასხვა თიხის ნაწარმს და გაგვაქვს ბაზარზე სარეალიზაციოდ. მიწვეული ვიყავი ვენეციაში პერსონალური გამოფენით, სადაც დიდი მოწონება დაიმსახურა ჩემმა შედევრებმა.
დიდი მადლობა პროექტ “ქალი და ბიზნესს”. თანამშრომლობისა და თანადგომისთვის
