ამბობს, რომ პანდემიის გამო შექმნილმა ვითარებამ, მას ახალი შესაძლებლობები აღმოაჩენინა – რამდენიმე თვის წინ დაიწყო ხელნაკეთი, საოჯახო დეკორაციების შექმნა. ამ საქმიანობაში შვილებიც ჩართო და ახლა მათთან ერთად ქველმოქმედებასაც ეწევა. ,,მე დინა ვარ, თელავიდან… მეუღლესთან ერთად, ორ ვაჟს ვუზრდით საქართველოს.. ვმუშაობთ, ჩვენი ქვეყნის სამსახურში ვართ; გვინდა ჩვენი შვილებიც სამშობლოს პატრიოტები აღიზარდონ.
ჩემს ოცნებებზე რომ მოგიყვეთ, დიდი ჩამონათვალი არ არის, თუმცა ყოველთვის მინდოდა მეკეთებინა ისეთი საქმე, ოჯახსაც რომ გამოადგებოდა და ჩემი გაკეთებული საქმით, გაჭირვებულებსაც დავხმარებოდი. დღეს, შემიძლია ვთქვა, რომ ნაწილობრივ გამომივიდა. შეძლებისდაგვარადჩემი პატარა წამოწყებით, ვეხმარები ოჯახებს, მათი საჭიროებებიდან გამომდინარე…”
დინა თელავის მოსახლეობამ ერთი წლის წინ, სწორედ პანდემიის დაწყების შემდეგ გაიცნო, როდესაც იგი, შვილებთან ერთად ახალგაზრდა მოხალისეთა ჯგუფის წევრი იყო და მოხუცებისა და მრავალშვილიანი ოჯახების დასახმარებლად აქტიურად საქმიანობდნენ.
როგორც უკვე აღვნიშნეთ, დინა ნაწიფაშვილი ქმნის სხვადასხვა ხელნაკეთ ნივთებს, აქსესუარებს და სახლის დეკორაციებს. ნაკეთობათა თემატიკა ძირათადად ეროვნულია; როგორც ის გვიყვება, თავდაპირველად ეს მისი ჰობი იყო, ხოლო შემდგომ საქმეს სერიოზულად მიუდგა, ნივთების პოპულარიზაციაზეც მალევე იზრუნა და ეს ყველაფერი შემოსავლის წყაროდ აქცია…
„დიახ, ყველაფერი საყოველთაო კარჩაკეტილობის დროს დაიწყო. მაშინ როდესაც ძალიან ბევრმა სამუშაო ადგილი და საყვარელი საქმე დაკარგა… მაშინ, როდესაც, თითქოს არაფრის კეთების დროს დადგა, სწორედ ამ დროს, ვიფიქრე, რატომაც არ უნდა მეცადა რაღაც ახალი, და მალე შედეგიც მივიღე…
ზუსტად ვიცოდი, რომ ჩემი წარმატება, როგორც ჩემი ოჯახისა და ახლობლების სიხარულის საწინდარი გახდებოდა, ასევე მათთვისაც ვისაც ყველაზე მეტად სჭირდება თანადგომა. მიხარია, რომ გამიმართლა და ჩემი ხელით ნაკეთი დეკორაციები ძალიან კარგად იყიდება. თითოეული ნივთის კეთებისას თავს არ ვზოგავ და ჩემს სულს ვდებ მასში, რადგან მჯერა, რომ თუ საქმეს სიყვარულით და თავდაუზოგავი შრომით არ აკეთებ, ისეთი არ იქნება, როგორიც წარმოგიდგენია.
ახლა კიდევ ერთი ოცნება მაქვს. მინდა ჩემი პატარა ბიზნესი უფრო გავაფართოო და გავხსნა მაღაზია, სადაც დინას ხელნაკეთი ნივთების შეძენა იქნება შესაძლებელი.
ჩემი პროდუქციის უდიდესი წილი მომხმარებლის სურვილების გათვალისწინებით არის დამზადებული. შეკვეთის აღების დროს ჩემი დიზაინით დამზადებული კოლექციის გარდა მომხმარებელს სრულ თავისუფლებას ვაძლევ.
სამომავლოგეგმებზეც ვფიქრობ,- მინდა გავძლიერდე, შემდგარი და კიდევ უფრო მეტად თავდაჯერებული გავხდე. თან, რაც მთავარია, შესაძლებლობა მომეცემა, გავზარდო შემოსავალი და ამით მეტი გაჭირვებული ოჯახის დახმარება შევძლო.”
