შიდა ქართლი ცნობილია თავისი მეხილეობით და ხილის თვალუწვდენელი ხილის ბაღებით. ჩვენც ვფლობთ ვაშლის ბაღის საკმაოდ დიდ ფართობს.
ოჯახში ოთხი შვილი, შვილიშვილები ავსებენ ჩემს ყოველდღიურ ცხოვრებას; მათთვის მე და ჩემი მეუღლე დაუღალავად ვშრომობთ; წუწუნი არ მჩვევია, მიყვარს, როდესაც უნაკლოდ ვასრულებ ყოველდღიურ საქმეს, როდესაც ჩემს ნახელავს აქებენ; ასე მოგვდგამს ტრადიციულად;
სოფლად საქმე, მოგეხსენებათ ცოტა არ არის – მთელი დღე საწარმოსავითაა სახლ-კარი, მისი მოვლა და მართვა აუცილებელია
ბოლო დროს, როდესაც ჩირის წარმოებაში დასაქმებულ ქალბატონებს ვუყურებ, მიხარია, რომ თავიანთი შრომით შემოსავლის წყარო გაიჩინეს; მეც მინდა კმაყოფილებით აღვნიშნო, რომ ოჯახში და ახლობლებში ცნობილია და ძალიან მოსწონთ ჩემი დამზადებული ვაშლის ჩირი და ტყლაპი, რომელსაც ათეული წელია, ვაკეთებ და ბაზარზეც გამაქვს , მაგრამ ყველაფერს ვამზადებ ხელით და ძალიან შრომატევადია.