ჩირის მეწარმეთა შორის არის ქალბატონი ციცო ფაცინაშვილი, რომელიც ქართლის ულამაზეს სოფელ შინდისში ცხოვრობს და თავისი ბიზნესის განვითარებაზე ფიქრობს. ჩვენი მხარე ხილის ბაღებით ძველთაგანაა ცნობილი; ჩვენს ოჯახსაც აქვს გარკვეული ფართობი; ადრე ვაბარებდით ხილს სარეალიზაციოდ და გარკვეულ შემოსავალს ვიღებდით; შემდეგ, როდესაც ერთგვარი კვლევა ჩავატარე იმის შესახებ, თუ რა მოთხოვნილებები იყო ბაზარზე, დავინახე, რომ ჩირი კარგად იყიდებოდა, რადგან იგი მთელი ზამთრის განმავლობაში ინარჩუნებს სასარგებლო თვისებებს და მისი შენახვაც ადვილია, შესაფერი, განსაკუთრებული პირობები არ სჭირდება; ამიტომ გადავწყვიტე დამეწყო ჩირის წარმოება; რა თქმა უნდა, წარმოებისტვის შესაბამისი ტექნიკაა საჭირო; დავიწყე ამაზე ზრუნვა. მანამდე კი ხელით ვასრულებდი ყველა სამუშაოს და ხილის გამოშრობაც ძველებური კუსტარული მეთოდით მიწევდა; ჩვენს სოფელში ჩირს ამზადებენ ოჯახებში; ზოგს ახალი ტექნიკაც აქვს და მათი გამოცდილებაც დამეხმარა; მივმართე ორგანიზაცია“ქალი და ბიზნესსს“, რომელიც მეწარმე ქალების დასახმარებლად ; გავიარე სპეციალური ჩირის დამზადების და მარკეტინგის კურსები და შევიძინე უნარ-ჩვევები; ეს ჩემთვის დიდი სიხარული და ამავდროულად დიდი სტიმული იყო, რომ წინ წაწეულიყო ჩემი მცირე ბიზნესი; დღეისათვის ძირითადად ვამზადებ ვაშლისა და შავი ქლიავის ჩირს და ტყლაპს; . ასე დავიწყე ჩირის წარმოება .დავასაქმე რამდენიმე ქალბატონი. ვითვალისწინებთ ჩვენი მომხმარებლების მოთხოვნილებებსა და აგრეთვე შენიშვნებს. იმედი გვაქვს, რომ ჩვენი საწარმო უფრო გაიზრდება და ახალი ტექნიკის შეძენის შემდეგ უფრო მრავალფეროვანი გახდება; გამოვიყენებთ ხილის სხვადასხვა სახეობას; ჩემი გეგმების განხორციელებაში დღევანდელი მიღწევებიც დაგვეხმარება. მადლობას ვუხდით ასოციაცია „ქალი და ბიზნესს“ თანადგომისა და დახმარებისთვის.