ეს სლოგანი თვალსაჩინოდ ჩანდა დედაენის ბაღში, სადაც გაიმართა აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მხარდაჭერით ქალი მეწარმეების პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა.ამ დღეს 100-ზე მეტი ქალი მეწარმის მიერ წარმოგიდგენილი იყო ადგილობრივად წარმოებული მაღალხარისხიანი პროდუქცია.
მეწარმე ქალებს საშუალება ჰქონდათ ფართო საზოგდოებისთვის გაეცნოთ საკუთარი ბიზნესი და წარმოებული პროდუქცია. ბევრი მყიდველიც გამოჩნდა, განსაკუთრებით ისინი, ვინც უპირატესობას ჯანსაღ, ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტს ანიჭებს.გამოფენა-გაყიდვის მონაწილე იყო საერთაშორისო ასოციაცია „ქალი და ბიზნესი“, რომელსაც გამოფენილი ჰქონდა სოფლის მეურნეობის პროდუქტები, ხელნაკეთი აქსესუარები და თექის ნივთები, ტანსაცმელი. ასოციაციის პრეზიდენტი ნინო ელიზბარაშვილი, ტელეკომპანია „იმედის“ ჟურნალისტებთან ინტერვიუში ამბობს :- „გამოფენა -გაყიდვის მიზანია, ხელი შეუწყოს მეწარმე ქალების პროფესიულ ზრდას, საქმიანი ურთიერთობების გაღრმავებას და საკუთარი ბიზნესის და პროდუქციის ფართო საზოგადოებისთვის გაცნობას. USAID-სოფლის მეურნეობისპროგრამა ხელს უწყობს ქალთა ეკონომიკურ გაძლიერებას, რაც მიიღწევა სამეწარმეო უნარ-ჩვევების განვითარებით.
სასწავლო ტრენინგების მეშვეობით, ჩვენ დავეხმარეთ 150 მეწარმე ქალს მცხოვრებს შიდა ქართლსა და მცხეთა-მთიანეთში, საკუთარი პროდუქცის მარკეტინგსა და ბრენდინგში, რომ მათ შესძლონ გამოფენებში მონაწილეობა და პროდუქციის რეალიზაცია, როგორც ადგილობრივ ბაზარზე, ისე საექსპორტოდ; რა თქმა უნდა, მთავარია განათლება, უნარ-ჩვევების შესწავლა და დახვეწა, რომ მიაღწიონ წარმატებებს და განავითარონ ბიზნეს საქმიანობა. აღსანიშნავია, რომ ამ პროექტის ფარგლებში დაფუძნდა ორი მცირე კლასტერი, სადაც გაერთიანდნენ მეწარმე ქალები და დაიწყეს პროდუქციის ერთობლივად წარმოება.გამოფენა-გაყიდვაში მათი წარმოებული პროდუქცია გამოვიტანეთ – ესაა სხვადასხვა ჩირი, რომელიც უკვე ცნობილია სახელწოდებით „ჩირ-რჩეული“, ჯემები, ჩურჩხელები. აღსანიშნავია, რომ ეს პროდუქტები უკვე იყიდება თბილისის სუპერმარკეტ უნივერსამსა და სპარში; ვეძებთ გასაღების სხვა საშუალებებს.როგორც აღვნიშნეთ, მარტის ამ გამოფენა-გაყიდვაზე გავიტანეთ აგრეთვე თექის აქსესუარები, ტანსაცმელი, შარფები,რომელიც დამზადებულია ასოციაციის წევრი მეწარამე ქალების მიერ, რომელნიც ასოციაციის მცირე საგრანტო პროგრამის ფარგლებში აწარამოებენ აღნიშნულ პროდუქციას, რასაც დიდი მოწონება აქვს როგორც ჩვენს, ისე უცხოელ დამთვალიერებელთა და მყიდველთა შორის;ამჟამად მეწარმე ქალთა სურვილით, გამოფენაზე რეალიზებით შემოსული თანხით შეძენილი პროდუქტები უკრაინელი ხალხის დახმარების ფონდში გაიგზავენება.
“https://www.facebook.com/apgeorgia.org/videos/681490082897473https://www.facebook.com/watch/live/?ref=watch_permalink&v=481583666935450