კატეგორია: წარმატების ისტორია

ნინო გარსევანიშვილი

ჩირი საქართველოს ხილით მდიდარ რეგიონებში ძველთაგან ცნობილი იყო; ქართლსა და დასავლეთ საქართველოში; იმ დროისათვის ჩირს  ხელით ამზადებდნენ; შემდეგ ამ პროდუქტს ყიდდნენ, ან ოჯახში მოიხმარდნენ;  ახლა კი. თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენება დაიწყეს და ჩირი ოჯახურ ბიზნესადაც იქცა -ვარ  42 წლის, განათლებით ბიოლოგი. მყავს შვილი 14 წლის ლუკა გარსევანიშვილი.  ვცხოვრობთ  გორის რ-ნ სოფ. შინდისში, რომელიც მდებარეობს ცხინვალის  საოკუპაციო ხაზიდან 13კმ-ში.    ზოგადად სოფელში ცხოვრების ყოველი დღე სირთულით არის სავსე.  ამ სირთულის მიუხედავად გადავწყვიტე ჩემი ძალებით ვენახის გაშენება. სადაც მაქვს საღვინე ჯიშის ყურძენი. სამომავლოდ მინდა ღვინის წარმოება. პატარა მარნით და ბევრი სტუმრით.      ვენახი რამდენიმე წელში გაიმართება; მანამდე კი ვფიქრობდი რა შეიძლებოდა მეკეთებინა, როგორ მომეძებნა საქმე  საიდანაც მექნებოდა სტაბილური შემოსავალი;   აღმოვაჩინე  რომ, ჩემს სოფელში  ბევრი...

პირიმზე არაგევლი (შორენა კოჭლაშვილი)

პირიმზე არაგევლი(შორენა კოჭლაშვილი) ფშავის მკვიდრია სოფელ ოძელაურთაში ხევისბერის ექვსშვილიან ოჯახში დაიბადა. ი.ჯავახიშვილის სახ. სახელმწიფო უნივერსიტეტის დამთავრებისთანავე მთას მიაშურა და სკოლაში პედაგოგად დაიწყო მუშაობა. მოსწავლეებისადმი სიყვარული და პატივისცემა, ზრუნვა მომავალი თაობის ეროვნული სულისკვეთებით აღზრდისთვის გახდამისი თანამგზავრი. შორენა არ კმაყოფილდებოდა მხოლოდ პედაგოგიური მოღვაწეობითყოველთვის ახლის კვლევა-ძიებაში იყო. სწორედ ამიტომ მთაზე უზომოდ შეყვარებულმა არ მიატოვა დედმამისეული კერა და წამოიწყო მეწარმეობა.„გადავწვყიტე მიმეხედა სოფლისთვის, მეკეთებინა ის საქმე,რასაც აქამდე აკეთებდნენ ჩემი წინაპრები , არ დამეკარგა , გამეგრძელებინა შესწავლა და შემენარჩუნებინა ხალხური მედიცინის ტრადიციები და წეს-ჩეულებები. ამ შთაგონებით, დავიწყე საქმიანობა , ტყის ხილისა და სამკურნალო მცენარეების შეგროვება და გაშრობა. სწორედ ამ იდეის რეალიზაციის შედეგად შევძელი მარტოხელა დედამ...

მარიკა რაზიკაშვილი

ფშავში, სოფელ ჩარგალში მდინარე ჩაგლურას ნაპირას, დგას პატარა საოჯახო სასტუმრო . აქ ყოველთვის დიდი სითბოთი და ამ კუთხისთვის დამახასიათებელი სტუმართმასპინძლობით გეგებებიან . ქალბატონი მარიკა რაზიკაშვილი დიდი მგოსნის ვაჟა ფშაველას შთამომავალია. ტურიზმზე გაზრდილი მოთხოვნებისპირობებში თავისი დაუღალავი შრომით და მცირე რესურსებით , ტურიზმის საუკეთესო ნიმუშებისა და პრაქტიკის სწავლებითა და დანერგვით შესძლო ტურიზმისშესაბამისი ფორმების მისადაგება და ტრადიციული წეს-ჩვეულებების შენარჩუნება. ქალბატონი მარიკა ეფექტის მოსახდენად , მომავალი ქმედებებისა და გადაწყვეტილებებისათვის ქმნის ყოვლისმომცველ ჩარჩოს და სთავაზობს ვიზიტორებს როგორც ულამაზეს გარემოს , ასევე ადგილობრივი ნატურალური პროდუქტით დამზადებულ უგემრიელეს ტრადიციულ კერძებს(მ.შ. განთქმულ დამბალხაჭოს,რომელსაც არამატერიალური კულტურის ძეგლის სტატუსი აქვს) და მთის ბალახებით მომზადებულ ჩაის და ჩირს, რომელსაც თავად...

თამარ მიქელაძე

კომპანიის”კუმპა” დამფუძნებელია თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი თამარმ მიქელაძე. თამარი რამდენიმე პროფესიას ფლობს, და განათლების გარდა ასევე აქტიურ სამეწარმეო საქმიანობასაც მისდევს. ის ქმნის ეკოლოგიურად სუფთა საპონს. ბრენდის ხარისხის მთავარი საიდუმლო, მის შემადგენლობაში არსებული ბუნებრივი ინგრედიენტებია. თითოეული სახეობა ორიგინალური რეცეპტით მზადდება. კუმპას რეგულარული გამოყენებისას კანი ახალგაზრდავდება და ხდება ჯანსაღი. “კუმპა” ასევე მუშაობს თმის სიჯანსაღეზე. კუმპას საპნის “მყარი შამპუნები” თმის მოვლის საუკეთესო საშუალებაა. კუმპა – ეს ბუნებასთან სიახლოვეა.თამარ მიქელაძე პროფესიით ლექტორია და თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, როგორც თავად ამბობს „ ჩვენს ქვეყანაში პროფესორები ისეთ ხელფასს არ იღებენ, რომ დასჯერდნენ ერთ სამსახურს. ვიცი რომ უამრავი ჩემი კოლეგა თელავშიც და თბილისშიც დამატებით სხვა...

ციცო ფაცინაშვილი

ჩირის მეწარმეთა შორის არის ქალბატონი ციცო ფაცინაშვილი, რომელიც ქართლის ულამაზეს სოფელ შინდისში ცხოვრობს და თავისი ბიზნესის განვითარებაზე ფიქრობს. ჩვენი მხარე ხილის ბაღებით ძველთაგანაა ცნობილი; ჩვენს ოჯახსაც აქვს გარკვეული ფართობი; ადრე ვაბარებდით ხილს სარეალიზაციოდ და გარკვეულ შემოსავალს ვიღებდით; შემდეგ, როდესაც ერთგვარი კვლევა ჩავატარე იმის შესახებ, თუ რა მოთხოვნილებები იყო ბაზარზე, დავინახე, რომ ჩირი კარგად იყიდებოდა, რადგან იგი მთელი ზამთრის განმავლობაში ინარჩუნებს სასარგებლო თვისებებს და მისი შენახვაც ადვილია, შესაფერი, განსაკუთრებული პირობები არ სჭირდება; ამიტომ გადავწყვიტე დამეწყო ჩირის წარმოება; რა თქმა უნდა, წარმოებისტვის შესაბამისი ტექნიკაა საჭირო; დავიწყე ამაზე ზრუნვა. მანამდე კი ხელით ვასრულებდი ყველა სამუშაოს და ხილის გამოშრობაც ძველებური კუსტარული მეთოდით მიწევდა;...

-დალი მელანაშვილი- გეორქოვი- ქვემო ნიქოზიდან

შიდა ქართლი ცნობილია თავისი მეხილეობით და ხილის თვალუწვდენელი ხილის ბაღებით. ჩვენც ვფლობთ ვაშლის ბაღის საკმაოდ დიდ ფართობს. ოჯახში ოთხი შვილი, შვილიშვილები ავსებენ ჩემს ყოველდღიურ ცხოვრებას; მათთვის მე და ჩემი მეუღლე დაუღალავად ვშრომობთ; წუწუნი არ მჩვევია, მიყვარს, როდესაც უნაკლოდ ვასრულებ ყოველდღიურ საქმეს, როდესაც ჩემს ნახელავს აქებენ; ასე მოგვდგამს ტრადიციულად;     სოფლად  საქმე,  მოგეხსენებათ ცოტა არ არის – მთელი დღე საწარმოსავითაა სახლ-კარი, მისი მოვლა და მართვა აუცილებელია     ბოლო დროს, როდესაც ჩირის წარმოებაში დასაქმებულ ქალბატონებს ვუყურებ, მიხარია, რომ თავიანთი შრომით შემოსავლის წყარო გაიჩინეს;  მეც მინდა კმაყოფილებით აღვნიშნო, რომ ოჯახში და ახლობლებში ცნობილია და ძალიან მოსწონთ ჩემი დამზადებული ვაშლის ჩირი და ტყლაპი, რომელსაც ათეული წელია, ვაკეთებ და ბაზარზეც გამაქვს , მაგრამ...

ია გოდერძიშვილი – მხატვარი-კერამიკოსი

ჩემთვის, როგორც ხელოვანისთვის, დიდი მნიშვნელობა აქვს და გარკვეულწილად სტიმულია,  ქველმოქმედი ადამიანები და ორგანიზაციები, მათი თანადგომა, რასაც ყოველთვის მადლიერებით აღვნიშნავ;    ასოციაცია “ქალი და ბიზნესი” გამოირჩევა სამოქალაქო სექტორში; იგი თავისი გამოცდილებითა და  საქმიანი პროექტებით დიდ წარმატებებს აღწევს; ასოციაცია მნიშვნელოვან დახმარებას უწევს სხვადასხვა სფეროში დასაქმებულ ქალებსა და ქალთა ორგანიზაციებს;  მე გასულ წელს წარვადგინე ჩემი ბიზნეს გეგმა ასოციაციაში, სადაც 2-ჯერ გავიმარჯვე და მივიღე დაფინანსება.  შეიძლება ითქვას, რომ ეს ჩემთვის დიდი სტიმულია, რადგან მიღებული გრანტი დამეხმარა დამეარსებინა ჩემი არტ-სტუდიო. შევიძინე მუფის ღუმელი და სხვადასხვა საჭირო მასალა. დავიწყე მუშაობა და გარდა იმისა, რომ თვითონ ვქმნი საკუთარ კერამიკულ ნამუშევრებს, მყავს მოსწავლეები, რომელთაც ვასწავლი თიხის მხატვრულ დამუშავებას;  მიუხედავად იმისა, რომ...

მარინა წიქარიშვილი

სტუდია “HOBBY HOUSE”-ის  დამფუძნებელი მარინა წიქარიშვილი გვიამბობს თავიანთ საქმიანობასა და მომავლის გეგმებზე:  ასოციაციის”ქალი და ბიზნესი”   მხარდაჭერით მცირე საგრანტო პროგრამის ფარგლებში   2015 წლის აპრილის თვეში დავაარსე სტუდია  , მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ შულავერში.  მიზანი იყო სოფლად მცხოვრებ გოგონებს ესწავლათ ხელსაქმე, გასცნობოდნენ გამოყენებით ხელოვნებას, რომ შემდეგ ეს ცოდნა, თუ მოისურვებდნენ, მათ სპეციალობადაც  ქცეულიყო. სახელიც ერთად მოვიფიქრეთ – “HOBBY HOUSE”-რადგან ამ გატაცებამ, ჰობიმ, გაგვაერთიანა ჩვენ, ყველას გვიყვარდა ხელოვნება, ხელსაქმე.  სტუდიის მოსწავლეები არიან თინეიჯერული ასაკის, სხვადასხვა ეთნიკური წარმომადგენლობის გოგონები; როგორც მათთან ურთიერთობისას გაირკვა, მათ კარგად ქართული ენა არ იცოდნენ, უჭირდათ კომუნიკაცია; საქართველოს კუთხეებსაც კი არ იცნობდნენ.         ჩემი მიზანი იყო, გოგონებს შეესწავლათ ქართული ენა, გაცნობოდნენ საქართველოს სხვადასხვა კუთხეებს, ეთნოგრაფიას...

ნელი კოპლატაძე

ძველი ქართული ტრადიციული ხელსაქმის პოპულარიზაცია-სწავლება ·         რვა წელია ვმოღვაწეობ ტრადიციული რეწვის სფეროში .ასოციაციის“ქალი და ბიზნესი“ მიერ ჩატარებულ პროფესიულ კურსებში მონაწილეობის შემდგომ დავეუფლე ამ პროფესიას.   ვქმნი თექის   ,ბატიკისა და ქვილთის 700-მდე სხვადასხვა ნაწარმს :  ტანსაცმელს, სუვენირებს, აქსესუარებს,მხატურულ ნამუშევრებს         გაცოცხლებულს ზეთის საღებავებით. ზემოაღნიშნული პროდუქციის დამზადებისა და      წარმოებისათვის ვიყენებ შერეულ ტექნიკას   თითქმის ჩემს  მიერ შექმნილ ყველა   ნაწარმში ტანსაცმელსა და აქსესუარებში  ვაქსოვ და ვაცოცხლებ ძველ ტრადიციულ  ქართულ  ორნამენტებს   და  ელემენტებს,რაც სამწუხაროდ, დავიწყებას მიეცა.   ვცდილობ ამ  ტრადიციების შენარჩუნებას და   პოპულარიცაზიას. ასოციაციის მცირე საგრანტო პროგარმის დახმარებით შევძელი  მცირე სახელოსნო-საწარმოს დაფუძნება, სადაც დასაქმებული მყავს 5 ქალბატონი. ჩვენი პროდუქცია ცნობადი გახდა როგორც ადგილობრივ ბაზარზე ,ასევე დავამყარეთ კონტაქტები უცხოურ კომპანიებთან.  ძირითადი მომხმარებლები არიან როგორც ტურისტები,ასევე ადგილობრივი მოსახლეობა.   მონაწილეობას ვიღებ  სხვადასხვა გამოფენებსა და ფესტივალებში....

დინა ნაწიფაშვილი

ამბობს, რომ პანდემიის გამო შექმნილმა ვითარებამ, მას ახალი შესაძლებლობები აღმოაჩენინა – რამდენიმე თვის წინ დაიწყო ხელნაკეთი, საოჯახო დეკორაციების შექმნა. ამ საქმიანობაში შვილებიც ჩართო და ახლა მათთან ერთად ქველმოქმედებასაც ეწევა. ,,მე დინა ვარ, თელავიდან… მეუღლესთან ერთად, ორ ვაჟს ვუზრდით საქართველოს.. ვმუშაობთ, ჩვენი ქვეყნის სამსახურში ვართ; გვინდა ჩვენი შვილებიც სამშობლოს პატრიოტები აღიზარდონ. ჩემს ოცნებებზე რომ მოგიყვეთ, დიდი ჩამონათვალი არ არის, თუმცა ყოველთვის მინდოდა მეკეთებინა ისეთი საქმე, ოჯახსაც რომ გამოადგებოდა და ჩემი გაკეთებული საქმით, გაჭირვებულებსაც დავხმარებოდი. დღეს, შემიძლია ვთქვა, რომ ნაწილობრივ გამომივიდა. შეძლებისდაგვარადჩემი პატარა წამოწყებით, ვეხმარები ოჯახებს, მათი საჭიროებებიდან გამომდინარე…” დინა თელავის მოსახლეობამ ერთი წლის წინ, სწორედ პანდემიის დაწყების შემდეგ გაიცნო, როდესაც იგი, შვილებთან ერთად ახალგაზრდა მოხალისეთა ჯგუფის წევრი იყო და მოხუცებისა და მრავალშვილიანი ოჯახების დასახმარებლად აქტიურად საქმიანობდნენ. როგორც უკვე აღვნიშნეთ, დინა ნაწიფაშვილი ქმნის სხვადასხვა ხელნაკეთ ნივთებს, აქსესუარებს და სახლის დეკორაციებს. ნაკეთობათა თემატიკა ძირათადად ეროვნულია; როგორც ის გვიყვება, თავდაპირველად ეს მისი ჰობი იყო, ხოლო შემდგომ საქმეს სერიოზულად მიუდგა, ნივთების პოპულარიზაციაზეც მალევე იზრუნა და ეს ყველაფერი  შემოსავლის წყაროდ აქცია…  „დიახ, ყველაფერი საყოველთაო კარჩაკეტილობის დროს დაიწყო. მაშინ როდესაც ძალიან ბევრმა სამუშაო ადგილი და საყვარელი საქმე დაკარგა… მაშინ,...

Ჩატვირთვა