•  1998 წელს ასოციაციის მიერ საერთაშორისო ორგანიზაციების(USAID,UMCOR,UNDP)ფინანსური დახმარებით დაფუძნდა ქ.თბილისში  პირველი  ბიზნესინკუბატორი ,ხოლო შემდგომ 
  • 2007 წელს ზემო სვანეთში, მესტიაში 
  • 2009 წელს შიდა ქართლში,ქ. გორში  

ბიზნეს ინკუბატორი  ძირითადი საქმიანობა

  •  დამწყებ და მოქმედ მეწარმეებისათვის  სამართლებრივ და ეკონომიკურ საკითხებზე საინფორმაციო–საკონსულტაციო მომსახურეობის გაწევა ;
  • მეწარმეთა ბიზნეს და პროფესიული განათლების ამაღლების ხელშეწყობა ტრენინგებისა და სპეციალური კურსების მეშვეობით;
  • ბიზნეს ინკუბატორის მომსახურების სპექტრის გაფართოება ისეთ სფეროებში,როგორიცაა: მცირე და საოჯახო ტურისტული ბიზნესი, სოფლად მცირე გადამამუშავებელი საწარმოებისა და კოოპერატივების განვითარების ხელშეწყობა;
  • ბიზნეს ინიციატივების მხარდაჭერა და დახმარების გაწევა ინოვაციებისა და ახალი ტექნოლოგიების დანერგვაში;
  • ინვესტორებსა და მეწარმეებს შორის კონტაქტების დამყარებისა და განვითარების ხელშეწყობა;
  • ქვეყნის ეკონომიკის განვითარების პროცესში მონაწილეობის გააქტიურება და რეკომენდციების შემუშავება ბიზნეს გარემოს გაუმჯობესებისა და სამთავრობო სტრუქტურებთან ურთიერთობების შემდგომი გაძლიერების მიზნით;
  • ბიზნეს ინკუბატორის ფარგლებს გარეთ “ვირტუალური” საინკუბაციო მომსახურების გაწევა იმ მეწარმეთათვის, რომლებიც არ იმყოფებიან ბიზნეს ინკუბატორის სამოქმედო არეალში.
  • ბიზნეს ინკუბატორში პატრონაჟის ქვეშ მოქმედ მცირე საწარმოებში დამწყებ მეწარმეთა ბიზნეს ინკუბაციის მართვის უნარ ჩვევების გაძლიერება და ფინანსურ რესურსებზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა , რაც ხელს შეუწყობს მათ შემდგომ დამოუკიდებლად წარმართონ საკუთარი ბიზნესები.

 შედეგად :

  • 670 ქალთა მიერ მმაართულ  სხვადასხვა სახის ბიზნესს გაეწია დახმარება ;

  • 3200 ქალს ჩაუტარდა ბიზნეს ტრენინგი, რის შედეგადაც ისინი დასაქმდნენ და/ან წამოიწყეს საკუთარი ბიზნესი;

  • 2850  ქალმა  გაიარა პროფესიული მომზადება-გადამზადების კურსები და  დაეუფლა  სხვადსხვა პროფესიას;
  •  ქ.თბილისის    ბიზნეს ინკუბატორის პატრონაჟით შეიქმნა 5 მცირე საწარმო, სადაც დასაქმებულია 14 დამწყები მეწარმე ქალი