ავტორი: Mamuka

ჩვენ მხარს ვუჭერთ მეწარმე ქალებს!

ეს სლოგანი თვალსაჩინოდ ჩანდა დედაენის ბაღში, სადაც გაიმართა აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მხარდაჭერით ქალი მეწარმეების პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა.ამ დღეს 100-ზე მეტი ქალი მეწარმის მიერ წარმოგიდგენილი იყო ადგილობრივად წარმოებული მაღალხარისხიანი პროდუქცია. მეწარმე ქალებს საშუალება ჰქონდათ ფართო საზოგდოებისთვის გაეცნოთ საკუთარი ბიზნესი და წარმოებული პროდუქცია. ბევრი მყიდველიც გამოჩნდა, განსაკუთრებით ისინი, ვინც უპირატესობას ჯანსაღ, ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტს ანიჭებს.გამოფენა-გაყიდვის მონაწილე იყო საერთაშორისო ასოციაცია „ქალი და ბიზნესი“, რომელსაც გამოფენილი ჰქონდა სოფლის მეურნეობის პროდუქტები, ხელნაკეთი აქსესუარები და თექის ნივთები, ტანსაცმელი. ასოციაციის პრეზიდენტი ნინო ელიზბარაშვილი, ტელეკომპანია „იმედის“ ჟურნალისტებთან ინტერვიუში ამბობს :- „გამოფენა -გაყიდვის მიზანია, ხელი შეუწყოს მეწარმე ქალების პროფესიულ ზრდას, საქმიანი ურთიერთობების გაღრმავებას და საკუთარი ბიზნესის და...

Წაიკითხე მეტი

მეწარმე ქალები უკრაინის მხარდასაჭერად

უკრაინელი ხალხის სოლიდარობის ნიშნად, საქართველოს მთავრობის ინიციატივით, სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ ქართულ კომპანიებთან თანამშრომლობით აწარმოებს ფართომასშტაბიან კამპანიას #აწარმოე უკრაინისთვის; ამ ინიციატივას შეუერთდა საერთაშორისო ასოციაცია “ქალი და ბიზნესი”; მეწარმე ქალებმა შეაგროვეს კვების პროდუქტები უკრაინაში გასაგზავნად, რაც მათი მცირე წვლილი იქნება უკრაინის დახმარების ფონდში; სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ უზრუნველყოფს კომპანიების მიერ მოწოდებული პროდუქციის გაგზავნასა და საქართველოში მყოფი უკრაინელი მოქალაქეებისთვის...

Წაიკითხე მეტი

საინფორმაციო შეხვედრა

ასოციაციამ „ქალი და ბიზნესი“ და სსიპ სააგენტომ “აწარმოე საქართველოში“, ერთობლივად ჩაატარეს საინფორმაციო შეხვედრა მეწარმე ქალებთან სახელმწიფო პროგრამის მიკრო და მცირე მეწარმეობის ფარგლებში გამოცხადებულ საგრანტო კონკურსის პირობებთან დაკავშირებით. პროგრამა მიზნად ისახავს მიკრო და მცირე ბიზნესის განვითარებას, თანამედროვე სამეწარმეო კულტურის დამკვიდრებისა და ახალი სამუშაო ადგილების შექმნას.შეხვედრაში მონაწილეობდნენ “სსიპ სააგენტოს “აწარმოე საქართველოში“ ექსპერტები, რომელთაც მიაწოდეს ინფორმაცია მეწარმე ქალებს და უპასუხეს მათ შეკითხვებს. საინფორმაციო შეხვედრაში მონაწილეობდნენ მეწარმე ქალები თბილისიდან და საქართველოს რეგიონებიდან.პროგრამის ფარგლებში 300-ზე მეტი ეკონომიკური საქმიანობის დაფინანსებაა შესაძლებელი. პროგრამაში მონაწილეობისთვის ბიზნეს იდეების მიღება დაიწყო 21 მარტს და გაგრძელდება 11 აპრილის 15:00 საათამდე. დეტალური ინფორმაციის მისაღებად, ეწვიეთ მიკრო და მცირე ბიზნესის ხელშეწყობის პროგრამის...

Წაიკითხე მეტი

7 ოქტომბერს გაიმართა მეწარმე ქალთა სამიტი,რომელშიც მონაწილეობას ღებულობდა ასოციაციის “ქალი და ბიზნესი” გამგეობის თავმჯდომარე ნინო ელიზბარაშვილი . სამიტი მხარს უჭერს მეწარმეებს ქალებს აქტიურად ჩაერთონ მწვანე და ციფრულ ტრანსფორმაციებში, ინტერაქტიული და საინტერესო ღონისძიების მეშვეობით.

The WEgate Summit 2021 celebrates and supports Women Entrepreneurs with transformative ideas!  The focus is on how female entrepreneurs can benefit from the green and digital transformation through an interactive and engaging event which will share perspectives from our European community.  It will showcase successful female entrepreneurs and their business models for the future, as well as highlight European policies and funding strategies that aim to make Europe more sustainable, digital and inclusive. For its second edition, the WEgate Summit goes fully virtual: one day of inspiring stories, innovative ideas and experiences, and networking with amazing Women Entrepreneurs across Europe...

Წაიკითხე მეტი