მრგვალი მაგიდა - ევროკავშირის ღია ბაზარი, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცე (DCFTA) - ლატვიის გამოცდილება და მიღწეული შედეგები

ა. წ. 5 ივლისს, სასტუმრო „რედისონში“, გაიმართა მრგვალი მაგიდა თემაზე - „ევროკავშირის ღიაბაზარი, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცე (DCFTA) - ლატვიის გამოცდილება და მიღწეული შედეგები“.

მრგვალი მაგიდა გახსნა ნინო ელიზბარაშვილმა საერთაშორისო ასოციაციის "ქალი და ბიზნესი" პრეზიდენტმა. მონაწილეებს მიესალმნენ: ადა ნარდაია - ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში- მრჩეველი DCFTA საკითხებზე,გიორგი ჩიტაძე -საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, სავაჭრო მოლაპარაკებებისა და ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებების განხორციელების კოორდინაციის სამმართველოს უფროსი, ნატო ჩიქოვანი - საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტი, კახა გოგოლაშვილი - აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ეროვნული ფორუმის თვმჯდომარე და ევროპული კვლევების ცენტრის დირექტორი, FAP CSO მმართველი კომიტეტის წევრი პლატფრომის ეროვნული თავმჯდომარე.

მრგვალი მაგიდის მიზანი იყო, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების(DCFTA) მოთხოვნებთან დაახლოების, ექსპორტის ხელშეწყობის და კონკურენტუნარიანობის გაზრდის, მეწარმეობის განვითარების, ევროპული და საერთაშორისო სტანდარტებისა და ლატვიის გამოცდილების გაზიარებას არსებულ გამოწვევებსა და მათი გადაჭრის გზებზე საზოგადოების ცნობიერების ამაღლება, სამოქალაქო ორგანიზაციების ხედვების ჩამოყალიბება, ინფორმაციის გაცვლა და თანამშრომლობის გაღრმავება.

შეხვედრაზე სიტყვით გამოვიდნენ პარტნიორი ქვეყნის წარმომადგენლები: ედუარდს ფილიპოვს- ლატვიის ბიზნეს გაერთიანების საბჭოს თავმჯდომარე,  ვალენტინ ჩიუბოტარუ - მოლდოვეთის არასამთავრობო ორგანიზაცია BIOS აღმასრულებელი დირექტორი, ზია გულიევი - აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის აზერბაიჯანის პლატფორმის ეროვნული კოორდინატორი, ვლადისლავ ბოლდურატი - მოლდოვის ეკონომიკური კვლევების ეროვნული ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომელი.

ასევე, ირმა ხვედელიანი - საქართველოს თხილის გადამამუშავებელთა და ექსპორტიორთა ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი (HEPA).

მრგვალი მაგიდისთან დისკუსიაში მონაწილეობდნენ შესაბამისი სფეროს სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციები, ქართველი და უცხოელი ექსპერტები და სპეციალისტები.

პროექტი  ხორციელდება  ევროკავშირის დაფინანსებითა და აღმოსავლეთის პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის Eastern Partnership Civil Society Forum მხარდაჭერით, პარტნიორ ორგანიზაციებთან : ლატვიის ბიზნეს გაერთიანება Latvijas Biznesa savienība, აზერბაიჯანის სტრატეგიული   და ანალიტიკური კვლევების ცენტრ @ssraipu და მოლდოვეთის ბიზნეს ორგანიზაციასთან NGO BIOS თანამშრომლობით.