სემინარი - ევროკავშირის ღია ბაზარი, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცე (DCFTA) - ლატვიის გამოცდილება და მიღწეული შედეგები

ა. წ. 4ივლისს, საქართველოს ასოციაცის „ქალი და ბიზნესი“ მიერ ჩატარდა, სემინარითემაზე - „ევროკავშირის ღია ბაზარი, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცე (DCFTA) - ლატვიის გამოცდილება და მიღწეული შედეგები“. სემინარი გახსნა ნინო ელიზბარაშვილმა - ასოციაციის პრეზიდენტმა. სემინარს წარუძღვნენ ედუარდს ფილიპოვს- ლატვიის ბიზნეს გაერთიანების საბჭოს თავმჯდომარე და გუნტა მისანი - საერთაშორისო ექსპერტი, ლატვიის ბიზნეს კავშირის მრჩეველი

სემინარის მიზანი იყო, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების (DCFTA) მოთხოვნებთან დაახლოების, ექსპორტის ხელშეწყობის და კონკურენტუნარიანობის გაზრდის, მეწარმეობის განვითარების, ევროპული და საერთაშორისო სტანდარტებისა და ლატვიის გამოცდილების გაზიარებას არსებულ გამოწვევებსა და მათი გადაჭრის გზებზე საზოგადოების ცნობიერების ამაღლება, სამოქალაქო ორგანიზაციების ხედვების ჩამოყალიბება, ინფორმაციის გაცვლა და თანამშრომლობის გაღრმავება.

სემინარზე განხილულ იქნა შემდეგი თემები:

  1. ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცე-ევროკავშირის ბაზრის გასაღები.
  2. მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერის სისტემა  - ხელმისაწვდომობა ევროკავშირის ბაზარზე, ლატვიის გამოცდილება
  3. DCFTA - მწვანე ეკონომიკა, რესურსების მოძიება

სემინარში მონაწილეობდნენ აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის საქართველოს ეროვნული პლატფორმის, საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შესახებ შეთანხმებით გათვალისწინებული სამოქალაქო საზოგადოების პლატფორმის ქართული მხარისა და ევროინტეგრაციის საკითხებზე მომუშავე სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები.

პროექტი  ხორციელდება  ევროკავშირის დაფინანსებითა და აღმოსავლეთის პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის Eastern Partnership Civil Society Forum მხარდაჭერით, პარტნიორ ორგანიზაციებთან : ლატვიის ბიზნეს გაერთიანება Latvijas Biznesa savienība, აზერბაიჯანის სტრატეგიული   და ანალიტიკური კვლევების ცენტრ @ssraipu და მოლდოვეთის ბიზნეს ორგანიზაციასთან NGO BIOS თანამშრომლობით.